10 პროდუქტი, რომელიც ტვინის მუშაობას უწყობს ხელს | Allnews.Ge

10 პროდუქტი, რომელიც ტვინის მუშაობას უწყობს ხელს

ჯანსაღი კვება ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

გულის, ფილტვებისა და კუნთების მსგავსად, კვებას ჩვენი ტვინიც ითხოვს.

ამ სტატიაში მოგითხრობთ იმ პროდუქტებზე, რომლის მიღებაც თქვენს ტვინს "უფრო ბედნიერს" გახდის.

1. მოცვი

არაერთი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ მოცვი ძალზე სასარგებლოა მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

ცნობილია ფაქტია, რომ მოცვი ტვინის პროცესების დამაჩქარებელი ბუნებრივი საშუალებაა.

მეცნიერების მოსაზრებით, მოცვის ყოველდღიურად მიღება რამდენიმე თვეში თქვენს მეხსიერებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

2. მარცვლეული

სხეულის სხვა ორგანოების მსგავსად, ადამიანის ტვინს ენერგიის გარეშე მუშაობა არ შეუძლია. მაგალითად, ყურადღების კონცენტრირების უნარი დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე.

ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე მარცვლეულის მიღება, მაგალითად ბურღულეულის და შავი პურის.

3. ცხიმიანი თევზი

ცხიმოვანი მჟავების მღება აუცილებელია ტვინის ფუნქციებისთვის, აქედან ყველაზე სასარგებლოა Omega-3.

ცხიმოვან მჟავებს აუცილებელ მჟავებს უწოდებენ, რადგან ორგანიზმს მისი გამომუშავება არ შეუძლია, თუმცა ჯანმრთელობისთვის მისი მიღება აუცილებელია.

Omega-3-ს შეიცავს ცხიმიანი თევზი, ასევე სელისა და სოიოს ზეთი, გოგრის თესლი, ნიგოზი და სოიო.

ტვინის გარდა, ეს პროდუქტები ძალზე სასარგებლოა გულისა და სახსრებისთვის.

ცხიმიან თევზებში შედის ორაგული, კალმახი, სკუმბრია, და შებოლილი თევზი. უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა ზრდის ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.

4. პომიდორი

პომიდორი შეიცავს ლიკოპენს - ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც მედიცინაში  არტერიული დაავადების დროს გამოიყენება, ასევე გულ-სისხლძარღვთა პრობლემებისა და სიმსივნის პრევენციისთვის.

გარდა ამისა, ლიკოპენი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაზიანებისგან იცავს.

5. B ჯგუფის ვიტამინები

ცნობილია, რომ B ჯგუფის ვიტამინები, კერძოდ კი B6, B12 და ფოლიუმის მჟავა, სისხლში ჰომოცისტეინის (ამინომჟავას) რაოდენობას ამცირებს.

ჰომოცისტეინის მაღალი კონცენტრაცია ზრდის ინსულტის, კოგნიტიური აშლილობებისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.

ერთ-ერთი კვლევის დროს დადასტურდა, რომ ასაკოვან პაციენტებს, B ჯგუფის ვიტამინების ორწლიანი მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად შეუმცირდათ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.

6. შავი მოცხარი

შავ მოცხარს აქვს უამრავი სასარგებლო და სამკურნალო თვისება.

ის შეიცავს ვიტამინ C-ს, რომელიც, როგორც დიდიხანია ცნობილია, ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.

7. გოგრის თესლი

ჩვენი წინაპრებისთვის გოგრის თესლის სასარგებლო თვისებები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იყო ცნობილი.

გოგრა შეიცავს უამრავ ვიტამინს, მათ შორის ბეტა კაროტინს, ვიტამინ E-ს, რომელიც დაბერებას უშლის ხელს, ასევე B1, B2, B5, B6, ვიტამინ С-სა და K-ს, რომელიც საჭიროა სისხლის შედედებისთვის.

ექიმების მოსაზრებით, გოგრის თესლის ყოველდღიური მიღება დაგეხმარებათ მეხსიერების გაუმჯობესებაში.

8. ბროკოლი

ბროკოლი ან მწვანე ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია K ვიტამინით, რომელიც, როგორც ცნობილია, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

ეს ბოსტნეული ასევე, A, C, B ვიტამინების წყაროა.

9. სალბი

სალბი მეხსიერების მუშაობის გაუმჯობესების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მცენარეა.

სალბში შემავალი ეთერზეთები კი ძლიერ სამკურნალო თვისებები გააჩნია.

10. ნიგოზი

არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ E ვიტამინი, რომლითაც ნიგოზია მდიდარი, კოგნიტიური ფუნქციების შემცირების პრევენციას ახდენს, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში.

ნიგოზის გარდა, ამ ვიტამინით მდიდარია კვერცხი, ყავისფერი ბრინჯი, ზეთისხილი და სატაცური.

myquiz