რა მოხდა, როდესაც შვედეთში 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი დააწესეს? | Allnews.Ge

რა მოხდა, როდესაც შვედეთში 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი დააწესეს?

ექვსსაათიანი სამუშაო გრაფიკი ადამიანის პროდუქტიულობას ზრდის და მას უფრო ბედნიერს ხდის. ასეთია შვედეთში ჩატარებული კვლევის შედეგები.

შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქ გეტებორგში, მოხუცთა ერთ-ერთი თავშესაფრის ხელმძღვანელობამ ჩაატარა ექსპერიმენტი იმის დასადგენად, შეიცვლება თუ არა მოხუცთა მოვლის ხარისხი, მედდებისთვის 6-საათიანი სამუშაო გრაფიკის შემოღების შემთხვევაში.

მათ ასევე აინტერესებდათ, რამდენად აისახებოდა სამუშაო საათების შემცირება თანამშრომლების მორალურ მდგომარეობაზე.

აღმოჩნდა, რომ მედდები, რომლებიც დღეში მხოლოდ 6 საათს მუშაობდნენ, 20%-ით უფრო ბედნიერი იყვნენ იმ მომვლელებზე, რომლებსაც უფრო ხანგრძლივად უწევდათ მუშაობა.

ხოლო სამუშაო საათების განმავლობაში ისინი მოხუცებს უკეთესად უვლიდნენ და მათ უფრო დიდ დროს უთმობდნენ.

შვედეთმა 6-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა გასულ წელს გადაწყვიტა, რითაც მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ გეტებორგში მდებარე ტოიოტას ცენტრი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც 10 წლის წინ, სამუშაო საათების შემცირება გადაწყვიტა.

მას შემდეგ კომპანიაში ჩატარებულმა შიდა კვლევებმა აჩვენა, რომ ტოიოტას ცენტრის თანამშრომლები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, კომპანიის მოგება უფრო მაღალია, კადრების გადინების დონე კი დაბალი.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ანალოგიური გადაწყვეტილება სხვა შვედურმა კომპანიებმაც მიიღეს.

ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება დიდ ბრიტანეთშიც, სადაც 6-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ გადაწყვიტა.

სამედიცინო კვლევების თანახმად, სამუშაო საათების გაზრდა გულის დაავადებისა და ინსულტის რისკს ზრდის.

 

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

იხილეთ ასევე:

შვედეთში დამსაქმებელი თანამშრომლებს ყავის დასალევად შესვენებას აიძულებს

myquiz