მეცნიერებმა კაცობრიობის მთავარი საფრთხეები დაასახელეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა კაცობრიობის მთავარი საფრთხეები დაასახელეს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მოამზადეს დასკვნა გლობალური კატასტროფების რისკების შესახებ, რომლებსაც ახლო მომავალში, დედამიწის მოსახლეობის მინიმუმ 10%-ის განადგურება შეუძლიათ - ამის შესახებ  The Telegraph იუწყება.

დასკვნის თანახმად, უახლოეს ხუთ წელიწადში ყველაზე დიდი საფრთხე "უცნობ რისკებს" უკავშირდება, რომელთა შორის მეცნიერებმა, დედამიწაზე ასტეროიდის დაცემა ან სუპერვულკანის ამოფრქვევა დაასახელეს. ამ საფრთხეებთან ადამიანს პირდაპირი კავშირი არ აქვს.

კვლევის თანახმად, გრძელვადიან პერსპექტივაში, პლანეტის მოსახლეობას შესაძლოა, დაემუქროს პანდემია, ბირთვული ომი, კლიმატის კატასტროფული ცვლილება და ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების განვითარება.  ეს საფრთხეები კი პირდაპირ კავშირშია ადამიანთან.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ თანამედროვე ტერორისტულ დაჯგუფებებს, მაგალითად - "ისლამურ სახელმწიფოს",  სინთეტიკური ბიოლოგიის დახმარებით, ადამიანთა სამიზნე ჯგუფისთვის სახიფათო ვირუსების შექმნა შეუძლია.

ამასთან, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლოა, ისეთი ხელოვნური ინტელექტის ავტონომიური ჯგუფების შექმნა გამოიწვიოს, რომელიც არ საჭიროებს ადამიანს და მას კონკურენტად აღიქვამს.

მეცნიერთა აზრით, ქვეყნების მთავრობების უმეტესობას, პოტენციური საფრთხეებისთვის სათანადოდ მომზადება ამჟამად არ შეუძლია.

 

"დანაშაულის ინდექსის" მიხედვით, საქართველო 6 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის მოხვდა

ქვეყნები, სადაც ბუნებრივი კატაკლიზმების ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს

საფრთხეები, რომლებიც მსოფლიოს 2016 წელს ემუქრება

myquiz