სიკვდილის მიზეზების რეიტინგი | Allnews.Ge

სიკვდილის მიზეზების რეიტინგი

ბევრ ჩვენგანს მოულოდნელი სიკვდილის ეშინია, მაგრამ სტატიტიკურად, ადამიანების უმრავლესობა თავის ცხოვრებისეულ გზას ბანალურად ასრულებს.

მეცნიერებმა აშშ-ის მოსახლეობის 2013 წლის სიკვდილიანობის სტატისტიკა გააანალიზეს და საკუთარი რეიტინგი შეადგინეს.

ამ სევდიან რეიტინგში მეათე ადგილს თვითმკვლელობა იკავებს. 2013 წელს აშშ-ში სუიციდით სიცოცხლე 41 149 ადამიანმა დაასრულა. მამაკაცებში თვითმკვლელობა 4-ჯერ უფრო გავრცელებულია, ვიდრე ქალებში. სუიციდის აღკვეთის ერთ-ერთი მეთოდი სახიფათო სიმპტომების ამოცნობაა.

მაგალითად, თუ თქვენი ახლობელი სიკვდილზე ხშირად საუბრობს, ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იყენებს ან დეპრესია აქვს, ამ საგანგებო ნიშნებს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.

რეიტინგის მეცხრე ადგილს  თირკმელების დაავადება, მათ შორის ნეფრიტი, ნეფროტიკული სინდრომი და ნეფროზი იკავებს. 2013 წელს, აშშ-ში ამ დაავადებებით 47 112 ადამიანი გარდაიცვალა. ნეფრიტი არის თირკმელების ანთება, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ინფექციით ან ალერგიული რეაქციით პრეპარატზე.

ნეფროტული სინდრომის დროს შარდში ცილის დიდი ოდენობა გროვდება, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ინფექცია, იმუნური დარღვევები, დიაბეტი. ნეფროზი კი თირკმლების დაზიანებაა, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით ან ქრონიკული დაავადებებით, მაგალითად დიაბეტით ან მაღალი წნევით.

მერვე ადგილზეა გრიპი და პნევმონია, რომელსაც 2013 წელს 56 ათას 979 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია მოხუცები, ბავშვები და ფეხმძმე ქალები.

ინფექციის თავიდან ასაცილებლად აცრები დროულად უნდა გაიკეთოთ. პნევმონია, როგორც გრიპის გართულებული ფორმა, ჩნდება მაშინ, როცა ვირუსი ან ბაქტერია ფილტვებში ინფექციას იწვევს.

ამიტომ გრიპის სეზონის დროს ვაქცინაცია და პირადი ჰიგიენის დაცვა აუცილებელია.

მეშვიდე ადგილს რეიტინგში იკავებს დიაბეტი, რომლის გამოც 2013 წელს 75 578 ამერიკელი გარდაიცვალა.

დიაბეტის მთავარი სიმპტომებია პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, ძლიერი სისუსტე, წონის კლება, გაძლიერებული მადა, ინფექციებისადმი მიდრეკილება.

შაქარი თუ სტრესი: რა უფრო მეტად ვნებს ტვინს

დიბეტი იწვევს ბევრ სხვა დაავადებას, მათ შორის სიბრმავესა და კიდურების ამპუტაციასაც კი. დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად, ფიზიკური ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა აუცილებელი.

ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც რეიტინგში მეექვსე ადგილზეა, თანამედროების ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა.

ახალი კვლევების თანახმად, ალცჰაიმერი გადამდები დაავადებაა

2013-ში ამ დაავადების შედეგად აშშ-ში 84 767 ადამიანი გარდაიცვალა. ალცჰაიმერით დაავადების ყველაზე მაღალი შანსი 60 წელს გადაცილებულ მოხუცებს აქვთ, რაც გენეტიკური ფაქტორებითაც არის გამოწვეული.

მეხუთე ადგილზე ინსულტია - 127 987 სიკვდილის შემთხვევა. ინსულტი ადამიანს მაშინ ემართება, როცა ტვინის გარკვეულ ნაწილს სისხლი არ მიეწოდება, ან სკდება ტვინის სისხლძარღვი, რაც უჯრედების სიკვდილს იწვევს.

რისკის ფაქტორებად სახელდება მაღალი წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადება, დიაბეტი, გადაჭარბებული წონა, ალკოჰოლის გადაჭარბებით მოხმარება და მოწევა. სტატისტიკურად, მამაკაცებში ინსულტი უფრო გავრცელებულია, ვიდრე ქალებში.

სწორი კვება, ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი წონა დაავადებით განვითარების რისკს ამცირებს.

მეოთხე ადგილზეა უბედური შემთხვევები - გარდაცვალების 130 557 შემთხვევა. ამ კატეგორიაში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი 33 804, ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა.

მესამე ადგილს იკავებს სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადება, რასაც 2013 წელს აშშ-ში 149 205 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველაზე მაღალი მსხვერპლიანობა გამოწვეულია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, მათ შორის ქრონიკულ ბრონქიტით და ემფიზემით. ამ დაავადების მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი მოწევაა.

მწეველებს 12-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, ამ დაავადებით გარდაიცვალონ, ვიდრე არამწეველბს.

რეიტინგის მეორე ადგილს იკავებს კიბო, რომელიც 2013 წელს აშშ-ში 584 881 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ბრიტანეთში, კიბოსთან ბრძოლის ახალი სამედიცინო საშუალება აღმოაჩინეს

ასპირინის რეგულარული მიღება კიბოს რისკებს ამცირებს

სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდი - რა უნდა გავაკეთოთ კიბოს პრევენციისთვის

პირველ ადგფილზე კი გულის დაავადებაა. ნომერ პირველმა მკვლელმა 2013 წელს 611 105 ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გულის ყველაზე გავრცელებული დაავადება - იშემიური დაავადებაა, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს.

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია მოწევა და ალკოჰოლი, ჭარბი წონა და ცხიმიანი საკვების მიღება, დიაბეტი, არტერიული წნევის აწევა, ასევე სტრესი და ძლიერი ფიზიკური ან ემოციური დატვირთვა.

ლაბორატორიაში ადამიანის გული შექმნეს

მომავალში გულის დონორები შესაძლოა, გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორები გახდნენ

 

myquiz