22-ე საუკუნეში ზღვის დონის საგანგაშო მატებაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

22-ე საუკუნეში ზღვის დონის საგანგაშო მატებაა მოსალოდნელი

მომდევნო საუკუნეში ზღვის დონის მატება ერთ მეტრზე მეტს შეადგენს. ეს ორჯერ აღემატება მეცნიერების პროგნოზებს. ამის შესახებ ერთ-ერთ ბოლო კვლევაშია ნათქვამი.

 

ზღვის დონის მატებით გამოწვეული საფრთხე იმაზე მეტია, ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ, რადგან მათ ამ დრომდე სათანადოდ ვერ შეაფასეს გლობალური დათბობის ეფექტი ანტარქტიდის ყინულოვან საფარზე. ისინი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კლიმატის ცვლილების როლს, ვიდრე ჰაერის ტემპერატურის მატებას.

 

სინამდვილეში ტემპერატურის მატება უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს წყლის დონეზე, ვინაიდან დამდნარი ყინული, რომელმაც უნდა აამაღლოს ზღვის დონე, უფრო ხშირად გვხვდება ხმელეთზე, ვიდრე ზღვაში.

 

"წარსულში, როდესაც გლობალური საშუალო ტემპერატურა უმნიშვნელოდ აღემატებოდა დღევანდელ მაჩვენებელს, ზღვის დონე უფრო მაღალი იყო" – ამბობს კვლევის თანაავტორი რობერტ დეკონტო ამჰერსთში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან.

 

ანტარქტიდას ზღვის დონის მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, რადგან მისი ყინულების უმეტესობა განლაგებულია ხმელეთზე. მცურავი ყინული კი, ისეთი როგორიც ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში გვხვდება, უკვე ზღვაშია, შესაბამისად, მისი დნობის შემთხევაში ზღვის დონე არ იზრდება.

 

მომზადებულია Independent-ის მიხედვით

 

ანტარქტიდაზე მდებარე ტბაში ტემპერატურა 23°C-ს აღწევს

myquiz