ნივთები, რომლებიც ქალებმა გამოიგონეს | Allnews.Ge

ნივთები, რომლებიც ქალებმა გამოიგონეს

1. მონოპოლია

ელიზაბეტ მეგიმ სამაგიდო თამაში "მონოპოლია" იმისთვის შექმნა, რომ მოთამაშეებისთვის ესწავლებინა მიწის დატაცების უსამართლობა, ქირის გადახდის წამგებიანი მხარე და ზოგადად, გეორგიზმის ეკონომიური თეორია. მეგიმ სამაგიდო თამაში 1906 წელს დააპატენტა. 30 წლის შემდეგ ჩარლზ დეროუმ ახალი დიზაინი გაუკეთა თამაშს, შეცვალა ავთენტური გზავნილი და საბოლოო პროდუქტი გაყიდა როგორც "მონოპოლია".

2. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

1886 წელს პირველი დაპატენტებული ჭურჭლის სარეცხი მანქანა შედგებოდა წყლის მაღალი ჭავლის, ბორბლებისა და საშრობისგან. მის გამომგონებელ ჯოზეფინ კოქრეინს თავად არასდროს გამოუყენებია ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაგრამ ამ გამოგონებამ მის მსახურებს დიდი შვება მოჰგვარა.

3. წყალქვეშა ნავის ტელესკოპი და ლამფა

ძალიან რთულია რაიმე ინფორმაცია მოიპოვო გამომგონებელ სარა მეზერზე. მისი ტელესკოპის და ლამფის კომბინაცია წყალქვეშა ნავებისთვის, რომელიც 1845 წელს დააპატენტა, გამომგონებელი ქალის შესახებ საკმარის წარმოდგენას ქმნიან.

4. კომპიუტერები

ქალებს კომპიუტერულ მეცნიერებაში მისაბაძი მაგალითი ყავთ გრეის ჰოპერის სახით. 1944 წელს მან და ჰოვარდ ეიკენმა დაამზადეს ჰარვარდის ”მარ 1” კომპიუტერი, ხუთტონიანი, ოთახის ზომის მანქანა . ჰოპერმა გამოიგონა კომპიუტერი, რომელიც დაწერილ ენას კომპიუტერულ კოდად თარგმნიდა და შექმნა ბაგები და დებაგინგი, როდესაც მოწყობილობიდან მწერების ამოცლა მოუწია.

5. ქაღალდის ჩანთა

ამერიკამ პირველად ქაღალდის ჩანთები მაშინ იხილა, როდესაც ბამბის საწარმოში მომუშავე მარგარეტ ნაითმა 1868 წელს გამოიგონა მანქანა, რომელიც ბრტყელ მომრგვალებულ თავებს უკეთებდა ჩანთებს. თავიდან ქაღალდის ჩანთები კონვერტებს გავდა. ვინმე ჩარლზ ანანიმ იდეის მოპარვა განიზრახა და ეცადა ის პირველად დაეპატენტებინა. ნაითმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და გაიმარჯვა.

მომზადებულია mentalfloss.com-ს მიხედვით.

myquiz