მედიტაცია, ონლაინ-პაემანი, მოგზაურობა - რისი გაკეთება უნდა სცადოთ 30 წლამდე | Allnews.Ge

მედიტაცია, ონლაინ-პაემანი, მოგზაურობა - რისი გაკეთება უნდა სცადოთ 30 წლამდე

ადამიანი დედამიწაზე ერთხელ ცხოვრობს. იმისათვის, რომ მან ოცნებების განხორციელება სიცოცხლის ბოლომდე შეძლოს, ბევრი რამის გაკეთება 30 წლის ასაკამდე უნდა მოასწროს. "ბიზნეს ინსაიდერი" გთავაზობთ იმ აქტივობების სიას, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოსცადოს.

1. ცხოვრება დიდ ქალაქში

აშშ-ის მცხოვრები დაილინ რედლინგი 24 წლის იყო, როდესაც მანჰეტენზე, ხოლო 26 წლის იყო, როცა სან-ფრანცისკოში გადავიდა საცხოვრებლად. "ეს იყო ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რაც კი მქონია. მე რეკომენდაციას ვუწევს მრავალფეროვან ქალაქში ცხოვრებას, სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან", - ამბობს იგი.

2. საკუთარი თავის ფიზიკურ დატვირთვაში ჩართვა

"როდესაც ახალგაზრდა ხართ, უნდა ივარჯიშოთ და მარათონი მოიგოთ. ეს დაგეხმარებათ ფიზიკურად და მენტალურად გაარღვიოთ ბარიერები და მიაღწიოთ სასურველ მიზანს ცხოვრებაში", - ამბობს რედლინგი.

3. მედიტაციის სწავლა

რედლინგი ასევე ყველას ურჩევს სტრესის მართვის მიზნით, მედიტაცია გამოსცადონ. "ცხოვრების განმავლობაში უამრავ სტრესს განიცდით, საუკეთესო გამოსავალია მედიტაცია, რათა მასთან გამკლავება, რაც შეიძლება მალე შეძლოთ".

4. ონლაინ-პაემანი

თუ თქვენ 20-დან 30 წლამდე ასაკის ხართ და პარტნიორი არ გყავთ, ინტერნეტით პარტნიორის გაცნობა კარგი გადაწყვეტილებაა. ეს ზიანს მოგიტანთ, პირიქით, შესაძლოა, უკეთესიც იყოს. "დასაკარგი არაფერი გექნებათ თუ ამას უბრალოდ ცდით", - ამბობს ელარი მაში.

5. შეყვარება

ხშირად ადამიანებს აშინებთ შეყვარება, ვინაიდან იგი აღფრთოვანებას და დიდ ცვლილებებს იწვევს ადამიანში. თუმცა, გამოცდილი ადამიანები გვირჩევენ, რომ ყველა შეყვარება და ურთიერთობა ღირს.

6. მარცხი

მსოფლიოს სუპერწარმატებულ ადამიანებსაც კი, ისეთები როგორიცაა ოპრა უინფრი და პოლ ალენი, არაერთი პროფესიული მარცხი განუცდიათ.

7. მარტო მოგზაურობა

დროა, ეს მარტომ გააკეთოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გყავთ ბავშვები და არ გაქვთ სესხი.

8. ბიზნესის დაწყება

როგორც ჯორჯ ევერიტი გვირჩევს, 20-30 წლის ასაკში ყველამ დაახლოებით ერთი წელი ბიზნესიდეის განხორციელებას უნდა დაუთმოს. მისი თქმით, არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ არ გაქვთ შესაბამისი ცოდნა და ათასობით დოლარი ინვესტირებისთვის.

9. პროგრამირების სწავლა

"სულ მცირე ერთი პროგრამირების ენის სწავლა დაგეხმარებათ გაიგო უფრო მეტი იმაზე, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე მსოფლიო", - ამბობს ევერიტი.

10. ბლოგის წარმოება

როგორც ჯოშ ფრეიზერი ამბობს, წერა ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. ამ უნარის გამომუშავება კი ბლოგის წარმოებით შეიძლება, - აწარმოეთ ბლოგი საკვებზე, სპორტზე, ურთიერთობებზე.

myquiz