რა ხდება ორგანიზმში 24-საათიანი უძილობის დროს? | Allnews.Ge

რა ხდება ორგანიზმში 24-საათიანი უძილობის დროს?

ძილის უკმარისობა უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ძილის უქონლობამ კი შესაძლოა, ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს.

ძილი უზრუნველყოფს ორგანიზმის დასვენებას, ხელს უწყობს ინფორმაციის გადამუშავებასა და შენახვას, ასევე იმუნიტეტის აღდგენას.

უძილობის ერთი დღეც საკმარისია ტვინის მუშაობის შესაფერხებლად.

გერმანელი მკვლევრების ცნობით, 24-საათიანი უძილობის შემდეგ ადამიანს ეწყება შიზოფრენიიის მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა დროისა და საკუთარი სხეულის აღქმის შეგრძნების შეცვლა, რაც უფრო მეტხანს გრძელდება უძილობა, მით უფრო მეტად კარგავს ადამიანი კონტროლს საკუთარ ემოციებზე.

ხანგრძლივი უძილობის შემთხვევაში, ტვინის შემდეგ ცვლილებები ორგანიზმშიც იწყება. უძილო ადამიანს ეწყება ყელის ტკივილი და სურდო, მატულობს დიაბეტის განვითარების, მხედველობის დაქვეითების რისკი და სხვა.

ვინაიდან ძილის უკმარისობა ორგანიზმის დეზორიენტაციას იწვევს, ამას ხშირად იყენებენ წამების მეთოდად.

ძილს მოკლებული ადამიანი მზად არის, ნებისმიერი საიდუმლო გაამხილოს და ხელი მოაწეროს ნებისმიერ აღიარებით ჩვენებას. თუმცა, სპეცსამსახურებისთვის საჭირო ეფექტი ამას მაინც არ მოაქვს.

აშშ-ის სენატისთვის მომზადებული ანგარიშის თანახმად, ძილის უკმარისობა ჰალუცინაციებს იწვევს, ადამიანი აზროვნების უნარს კარგავს, ამიტომ მისთვის ყალბი ჩვენების ხელმოწერა ისეთივე მარტივი ხდება, როგორ ნამდვილის.

myquiz