რამდენს შეადგენდა სტალინის ხელფასი | Allnews.Ge

რამდენს შეადგენდა სტალინის ხელფასი

თითქოს მასზე უკვე ყველაფერი ნათქვამი და დაწერილია და ახალი ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია, თუმცა, არსებობს წვრილმანები, რაც ყურადღების მიღმა რჩება.

მაგალითად, ყველამ იცის, რომ იოსებ სტალინი "ჰერცეგოვინა ფლორის" თამბაქოს ანიჭებდა უპირატესობას. როგორც ჩერჩილის სიგარის გარეშე წარმოდგენაა ძნელი, ისე სტალინის - ჩიბუხის გარეშე.

 

საინტერესოა რამდენს შეადგენდა სტალინის ხელფასი? პარტიისა და ხალხის სასიკეთოდ უანგაროდ ხომ არ ხარჯავდა უზარმაზარ ენერგიას? როგორც გაირკვა, 1952 წელს სტალინის ყოველთვიური ხელფასი 10 000 მანეთი იყო, საიდანაც ბელადი იხდიდა პარტიულ გადასახადს.

 

რაც მთავარია, გარდა ამ 10 000 მანეთისა, მას სხვა შემოსავალი არ ჰქონდა. არც ნავთობკომპანიის აქციებს ფლობდა და არც უცხოურ ბანკში ჰქონდა ანგარიში გახსნილი. სხვათა შორის, 1952 წელს, საბჭოთა კავშირში საშუალო ხელფასი დაახლოებით 150 მანეთი იყო.

myquiz