20 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იკითხონ ბავშვებმა წიგნი | Allnews.Ge

20 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იკითხონ ბავშვებმა წიგნი

ყველამ ვიცით, რომ კითხვა ერთ ერთია იმ ყველაზე მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ უნარებს შორის, რომლებიც ბავშვებმა (ან ნებისმიერმა ადამიანმა) იმისთვის უნდა განივითარონ, რომ წარმატებას მიაღწიონ – წარმატებულები იყვნენ სკოლასა და ცხოვრებაში. ბავშვის ინტელექტუალური განვითარების სტიმულირებისთვის კითხვა საუკეთესო პრაქტიკაა.

ქვემოთ შემოგთავაზებთ იმ მშობლებისთვის შედგენილ სიას, ვინც დაინტერესებულია მიზეზებით, რომელთა გამოც ბავშვებმა მეტი უნდა იკითხონ:

  1. კითხვა ავითარებს ბავშვის ლექსიკურ მარაგს.
  2. კითხვის პროცესი ერთგვარი ვარჯიშია გამართული კითხვისა და წაკითხულის გააზრებისათვის.
  3. ვერ გაიგებთ იმას, რისი წაკითხვაც არ შეგიძლიათ.
  4. ადრეულ ასაკში გავითარებული კითხვის უნარები ბავშვის სამომავლო აკადემიურ წარმატებას განაპირობებს.
  5. რაც უფრო მეტს კითხულობთ, თქვენი უნარები უმჯობესდება. ეს აშკარაა.
  6. კითხვის უნარების განვითარებისას ადრეულ ეტაპზე მიღწეული წარმატება მოგვიანებით უფრო მასშტაბური წარმატების მომტანია, ხოლო ბავშვებს, რომლებიც კითხვაში მოიკოჭლებენ, მასალის დაძლევასა და დაწევასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. ზოგიერთი მათგანი ამას ვერასოდეს ახერხებს.
  7. ადრეულ ასაკში კითხვა თვითმყოფობასა და თავდაჯერებას ავითარებს.
  8. როცა ბავშვს კითხვა შეუძლია, ეს პროცესი შემეცნების სრულიად ახალ არეალს ქმნის და მსოფლმხედველობას აყალიბებს.
  9. კითხვის პროცესი ბავშვებს მათ ირგვლივ არსებული სამყაროს უკეთ ჩაწვდომაში ეხმარება.
  10. უსაფრთხოებისთვის! ადრეულ ასაკში კითხვა ბავშვებში მნიშვნელოვანი ეტიკეტებისა და ამკრძალავი ნიშნების, მაგალითად: "მომწამვლელი ნივთიერება", "სვლა აკრძალულია", "უფრთხილდით ძაღლს", "მაფრთხილებელი ნიშანი" და ასე შემდეგ, წაკითხვისა და გააზრების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
  11. კითხვა ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას. რაც უფრო მეტს კითხულობთ, მით მეტი იცით.
  12. კითხვის პროცესი გამოგზაურებთ იმ ადგილებში, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილხართ და ამდიდრებს თქვენს ფანტაზიას.
  13. თქვენ შეიმეცნებთ საკითხების, ადგილების, ისტორიის, მეცნიერების, იდეებისა და გაცილებით უფრო მეტის შესახებ, რასაც სხვა შემთხვევაში, კითხვის გარეშე ვერ შეძლებდით.
  14. კითხვა ერთგვარი გართობაა! ეს სახალისოა! რა გირჩევნიათ, თქვენი შვილი სულელური ყუთის წინ დასვათ თუ ღირებული წიგნი წააკითხოთ? რიტორიკული შეკითხვაა...
  15. კითხვა თქვენს შვილს უფრო ჭკვიანს ხდის, გადაუჭარბებლად! ეს გახლავთ ფაქტი, რომელიც მეცნიერებმა – კანინგჰემმა და სტანოვიჩმა დაამტკიცეს თავიანთ კვლევაში, სახელდობრ – "როგორ მოქმედებს კითხვა თქვენს გონებაზე". გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევაში განაცხადეს, რომ კითხვა არა მხოლოდ გონებრივი განვითარების დონეს ამაღლებს, არამედ ისიც კი შეუძლია, რომ "დაქვეითებული კოგნიტური შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შემეცნების უნარის გაუმჯობესებაში დაეხმაროს".
  16. ბავშვებისთვის კითხვა ან მათთან ერთად წაკითხვა ერთ ერთი ყველაზე დასაფასებელი და საყურადღებო ეპიზოდია ოჯახურ ცხოვრებაში.
  17. კითხვა განტვირთვაში ეხმარება და თანაც უფასოა!
  18. მეტი კითხვა წერის უნარების გაუმჯობესებაში გეხმარებათ.
  19. კითხვის პროცესი გასწავლით გრამატიკას, წინადადებათა სტრუქტურას და ავითარებს თქვენს საკომუნიკაციო უნარებს.
  20. კითხვა აფართოებს თქვენს თვალთახედვასა და მსოფლმხედველობას.

myquiz