იემენში ქოლერით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა | Allnews.Ge

იემენში ქოლერით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

იემენში ქოლერით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერო კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, ქოლერისგან 1300 ადამიანი დაიღუპა, მათგან 25% ბავშვი იყო.

"იუნისეფისა" და "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ იემენი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ქოლერის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ კერად იქცა.

მაისის შუა რიცხვებში გაეროში ქოლერით გარდაცვალების 51 შემთხვევის შესახებ შევიდა ინფორმაცია. "სულ რაღაც ორი თვის განმავლობაში ქოლერა ქვეყნის ყველა რეგიოონში გავრცელდა". - ნათქვამია განცხადებაში.

დაავადება მოსახლეობაში სწრაფად ვრცელდება. გაეროს ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოსთვის, დავადებულთა რიცხვი 300 ათასს მიაღწევს.

myquiz