პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქებას 123 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქებას 123 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად სულ მცირე 123 ადამიანი გარდაიცვალა. ტანკერი ქალაქ ბაჰავალპურთან მკვეთრ მოსახვევში ამობრუნდა.

შემთხვევის ადგილზე ასობით ადამიანი მივიდა, რა დროსაც ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, დაღუპულთა გარდა არიან დაშავებულებიც, რომელთა რაოდენობაც 80-მდეა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

myquiz