ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 141 ადამიანი დაკარგულად ითვლება | Allnews.Ge

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 141 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 141 ადამიანი დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ სიჩუანის პროვინციის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ ნანგრევებიდან მხოლოდ ორი ადამიანის ამოყვანა მოხერხდა.

ჩინეთის ლიდერმა სი ცზინპინმა განკარგულება გასცა სამაშველო სამუშაოების გააქტიურების შესახებ, რათა მსხვერპლის რაოდენობა შემცირდეს.

სამაშველო სამუშაოებში 540-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის მეხანძრეეები, ექიმები. ასევე ჩართულია მძიმე ტექნიკა.

myquiz