საუდის არაბეთში სამართლადამცველებმა მექაზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს | Allnews.Ge

საუდის არაბეთში სამართლადამცველებმა მექაზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს

საუდის არაბეთში, მექაში, ალ-ჰარამის მეჩეთზე თავდასხმის მცდელობის აღკვეთისას 11 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ საუდის არაბეთის სააგენტო SPA იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის უსაფრთხოების სამსახურებმა თავდასხმა აღკვეთეს, რომელთა სამიზნე მექაში მდებარე ალ-ჰარამის მეჩეთი იყო.

თვითმკვლელმა ტერორისტმა აჯიადის უბანში მდებარე ერთ-ერთი შენობიდან ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცავებს, ამის შემდეგ კი თავი აიფეთქა.

საუდის არაბეთის შს სამინისტროში განაცხადეს, რომ თავდასხმა საზღვარგარეთ იყო დაგეგმილი.

myquiz