ბრიუსელის პოლიციამ ტერაქტი აღკვეთა | Allnews.Ge

ბრიუსელის პოლიციამ ტერაქტი აღკვეთა

ბრიუსელის პოლიციამ ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელსაც თვითმკვლელის ქამარი ეკეთა. აღნიშნულის შესახებ ბელგიური RTBF იუწყება.

პოლიციამ ქალაქის ცენტრალური ნაწილის, "გრან პლასისა" და ახლო მდებარე ქუჩების ევაკუაცია განახორციელა. აღნიშნულ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე მცირე აფეთქების ხმა გაისმა. როგორც ბრიუსელის პოლიცია "ტვიტერის" გვერდზე წერს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

myquiz