აშშ ყატარს რეაქტიულ ავიაგამანადგურებლებს მიჰყიდის | Allnews.Ge

აშშ ყატარს რეაქტიულ ავიაგამანადგურებლებს მიჰყიდის

ამერიკის შეერთებული შტატები ყატარს F-15 -ის ტიპის რეაქტიულ ავიაგამანადგურებლებს მიჰყიდის. 12 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება ორ ქვეყანას შორის უკვე შედგა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯემს მეტისმა შეთანხმების საბოლოო ვერსია მის ყატარელ კოლეგასთან უკვე შეათანხმა. ინფორმაციას ამის შესახებ ბიბისის ბიურო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა, აშშ-ის ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა. თავად ყატარი აღნიშნულ ბრალდებებს ამ დრომდე არ აღიარებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყატარში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაბაზა მდებარებს, სადაც დაახლოებით ,10 ათასი სამხედრო პირია განთავსებული.

ივნისის დასაწყისში ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი დიპლომატიური კონფლიქტი მოხდა. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, მთ შორის საუდის არაბეთმა ბაჰრეინმა, იემენმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს და საკუთარ მოსახლეობას აღნიშნული ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ სპარსეთის ყურე კიდევ ერთი ომის საფრთხის წინაშე დგას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ყატარის ბლოკადამ, შესაძლოა, სპარსეთის ყურეში მორიგი ომი გამოიწვიოს

ფეხბურთი, საკვები და ავიაცია - რა შედეგები მოჰყვება მეზობლების მიერ ყატარის პოლიტიკურ ბლოკადას

myquiz