თურქეთში ქალი მშობიარობის შემდეგ ბავშვთან ერთად დააკავეს | Allnews.Ge

თურქეთში ქალი მშობიარობის შემდეგ ბავშვთან ერთად დააკავეს

თურქეთში ახალგაზრდა ქალი ნაზლი ნ. მერტი მშობიარობის შემდეგ ბავშვთან ერთად დააკავეს, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. დაკავებულის მეუღლე, გიულენის მოძრაობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, თურქეთის ქალაქ ჩორუმში პატიმრობაში იმყოფება.

პოლიციელები მშობიარობის პერიოდში საავადმყოფოს არ მოშორებიან, დღეს დილით კი დედა, ნაზლი მერტი ბავშვთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა დედა პოლიციის განყოფილებაში ეტლით მიიყვანეს, რადგან მას ფეხით გავლაც კი არ შეეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაზლი ნ. მერტი პოლიციელების ზეწოლის გამო ცუდად გახდა, წნევა დაუვარდა და მას სასწრაფოდ გადასხმა გაუკეთდა. გახშირებული ტკივილის გამო მერტი სასწრაფოდ სამშობიაროში გადაიყვანეს.

myquiz