ათენში აფეთქების შედეგად ექსპრემიერი დაიჭრა | Allnews.Ge

ათენში აფეთქების შედეგად ექსპრემიერი დაიჭრა

ათენში საბერძნეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ლუკას პაპადემოსი ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ის ქალაქში გადაადგილდებოდა. ექსპრემიერთან ერთად დაჭრილები არიან მძღოლი და დაცვის თანამშრომელი.

პაპადემოსი ფეხისა და მუცლის არეშია დაჭრილი. მან ავტომანქანაში საქაღალდე გახსნა, რასაც აფეთქება მოჰყვა. ექიმების განცხადებით, დაჭრილთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლუკას პაპადემოსი საბერძნეთის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2011-2012 წლებში იკავებდა. ის ასევე მუშაობდა ევროპული ცენტრალური ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე.

myquiz