თურქეთში 34 წლის ქართველი ქალი მოკლეს | Allnews.Ge

თურქეთში 34 წლის ქართველი ქალი მოკლეს

თურქეთში 34 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს. თურქული მედიის ინფორმაციით, იგი ფაცის რაიონში ყელგამოჭრილი იპოვეს, ხოლო დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს საკონსულოში შესულია შეტყობინება თურქეთის პოლიციის მხრიდან. შესაბამისად, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება როგორც მოკლულის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცველებთან. გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს.

myquiz