მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

მანჩესტერის პოლიციის ხელმძღვანელის, იან ჰოპკინსის განცხადებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება თავდამსხმელს, მისი თქმით, ის არენაზე გარდაიცვალა.

"მე შემიძლია დავადასტურო, რომ თავდამსხმელი არენაზე დაიღუპა. ჩვენი მოსაზრებით, თავდამსხმელს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა თან, რომელიც აამოქმედა", - განაცხადა იან ჰოპკინსმა.

დაღუპულების გარდა, ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანიც დაშავდა.

სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში მოხდა.

myquiz