არიანა გრანდე მისი კონცერტის შემდეგ მომხდარ ტერაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

არიანა გრანდე მისი კონცერტის შემდეგ მომხდარ ტერაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს

მომღერალი არიანა გრანდე მანჩესტერში, საკუთარი კონცერტის შემდეგ მომხდარი ტერორისტულ აქტის გამო შეძრწუნებულია.

მომღერალი მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ემოციის გამოსახატად სიტყვები არ ყოფნის.

"შეძრული ვარ, სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც განვიცდი. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ!" - წერს არიანა გრანდე.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია, - ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.

მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა

პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. სამართალდამცავი უწყება თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიას განიხილავს.

ქალაქის მასშტაბით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

myquiz