მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია, - ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.

პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. სამართალდამცავი უწყება თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიას განიხილავს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მედიკოსები დაღუპულების რიცხვის ზრდას ვარაუდობენ, რადგან რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქალაქის მასშტაბით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

myquiz