დონალდ ტრამპი ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა. ეს მისი პირველი ტურნეა, რომლის ფარგლებში დონალდ ტრამპი ვიზიტით ეწვევა ისრაელს, ვატიკანს, ხოლო შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს სამიტში, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.

საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავს.

დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის მეფეს სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება რიგ ორმხრივ შეთანხმებებს.

დონალდ ტრამპი და საუდის არაბეთის მეფე ასევე ერთად გახსნიან ექსტრემისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ გლობალურ ცენტრს. ცენტრის ამოცანაა არ დაუშვას რადიკალური იდეების გავრცელება.

myquiz