ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება | Allnews.Ge

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

დღეს ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. ირანის მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როუხანი, ირანის ყოფილი გენერალური პროკურორი ებრაჰიმ რაისი, კულტურის ყოფილი მინისტრი მოსტაფა აღა მირსალიმი და მრეწველობის ყოფილი მინისტრი მოსტაფა ჰაშემი თაბა.

საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტებად მოქმედ პრესიდენტ ჰასან როუხანის და ყოფილ გენერალურ პროკურორს ებრაჰიმ რაისის მიიჩნევენ.

თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნებზე ექვსი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, თუმცა თეირანის მერმა მოჰამად ბაღერ ღალობაფმა და ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაქ ჯაჰანგირიმ თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს.

არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა უნდა მიიღოს. სხვა შემთხვევაში, მეორე ტური ჩატარდება.

myquiz