სანკტ-პეტერბურგში პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციაზე 120 დემონსტრანტი დააკავეს | Allnews.Ge

სანკტ-პეტერბურგში პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციაზე 120 დემონსტრანტი დააკავეს

რუსმა სამართალდამცველებმა სანკტ-პეტერბურგში პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციაზე 120 დემონსტრანტი დააკავეს. ასობით მომიტინგე რუსეთის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში გამოვიდა, მათ შორის დედაქალაქ მოსკოვში.

აქცია, სახელწოდებით "მოგვბეზრდი" პუტინის რეჟიმის დასრულების მოთხოვნით მიმდინარეობდა. მომიტინგეები კრემლის ლიდერს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარმოდგენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.

"პუტინი უზურპატორია, ის საბოლოოდ უნდა წავიდეს", - განაცხადა აქციის 35 წლის მონაწილემ.

"ქვეყანაში ყველაფერი ცუდი და უხარისხოა - განათლება, ჯანდაცვა - ყველაფერი განადგურდა, ცვლილებები გვსურს", - აღნიშნა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, 57 წლის გალინა აბრამოვამ.

მოსკოვში ანალოგიურმა აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერია და აქციის მონაწილეები დემონსტრაციის ჩატარების ადგილზე ვერ შეთანხმდნენ, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისრაციის მისაღებში წერილები მიიტანეს - უმეტესი მათგანი ვლადიმერ პუტინს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან თავის შეკავებას სთხოვდა.

აქცია ოპოზიციური პარტია "ღია რუსეთისა" და მისი დამფუძნებლის, მიხეილ ხადარკოვსკის ორგანიზებით გაიმართა.

ვლადიმერ პუტინს ამ დრომდე არ უთქვამს აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დასახელებას.

myquiz