ზინედინ ზიდანი - მაქსიმალურად თავი უნდა ავარიდოთ მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას | Allnews.Ge

ზინედინ ზიდანი - მაქსიმალურად თავი უნდა ავარიდოთ მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაქსიმალურად თავი უნდა აარიდონ "ეროვნული ფრონტის" ლიდერის მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას. აღნიშულის შესახებ Le Figaro იუწყება.

"ჩემი პოზიცია უცვლელია 2002 წლიდან. მე შორს ვარ იმ იდეებისგან, რომლის პროპაგანდას "ეროვნული ფრონტი" ეწევა. მაქსიმალურად თავი უნდა ავარიდოთ მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას. რადიკალური იდეები არასოდეს მთავრდება კარგად", - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი ამომრჩეველთა ხმების 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

myquiz