დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო კონფლიქტი არ გამორიცხა | Allnews.Ge

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო კონფლიქტი არ გამორიცხა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო კონფლიქტი არ გამორიცხა - აღნიშნულ საკითხზე დონალდ ტრამპმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" საუბარში განაცხადა, სადაც მან პრეზიდენტობის პირველი 100 დღეც შეაჯამა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ, ბირთვული არსენალის ზრდისა და ბალისტიკური იარაღის პერმანენტული გამოცდით გამოწვეული დაპირისპირება, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გამწვავდა. მიუხედავად ამისა, თეთრი სახლის ლიდერი დაპირისპირების დიპლომატიური გზით მოგვარებას ამჯობინებს და ოფიციალური ფხენიანისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებისთის ემზადება.

"საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება გვსურს, თუმცა ეს ძალიან რთულია"- განმარტა ტრამპმა.

აშშ-ის პირველმა პირმა ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის, მცდელობაც შეაქო.

"ვფიქრობ, ჩემი ჩინელი კოლეგა ბევრს აკეთებს დაპირისპირების განმუხტვისა და ჩრდილოეთ კორეის გონზე მოსაყვანად. ნათლად ჩანს, რომ მას არეულობა და მსხვერპლი არ სურს, ის ძალიან კარგი ადამიანია"- დაახასიათა ტრამპმა ჩინეთის ლიდერი.

ტრამპი კიმ ჩენის ინის პიროვნებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, რთულია 27 წლის ასაკში ქვეყნის მართვის სადაავების გადაბარება.

myquiz