ტრამპის სამუშაო მაგიდაზე წითელი ღილაკის დაჭერის შემდეგ, მოსამსახურეს პრეზიდენტისთვის "კოკა-კოლა" შემოაქვს | Allnews.Ge

ტრამპის სამუშაო მაგიდაზე წითელი ღილაკის დაჭერის შემდეგ, მოსამსახურეს პრეზიდენტისთვის "კოკა-კოლა" შემოაქვს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამუშაო მაგიდა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში სპეციალური წითელი ღილაკითაა აღჭურვილი, რომლის დაჭერის შემდეგ, ოთახში მოსამსახურე შემოდის "კოკა-კოლას" სასმელით. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება.

"როგორც სიმდიდრეს მიჩვეული ადამიანი, ტრამპმა სწრაფად მოახდინა ადაპტირება პრეზიდენტის რეზიდენციაში ცხოვრებასთან. ხშირად თეთრი სახლის სტუმრების ყურადღებას იპყრობს ისტორიული ინტერიერის დეტალები", - წერს სააგენტოს რეპორტიორი ჯული პეისი ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის შესახებ სპეციალურ რეპორტაჟში.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი არაერთხელ იყო შემჩნეული "კოკა-კოლას" სიყვარულში. ჯერ კიდევ იანვარში CNN-ის ჟურნალისტმა ტრამპს სურათი გადაუღო თეთრ სახლში სამუშაო მაგიდასთან სატელეფონო საუბრისას, რომელსაც "კოკა -კოლა" ედგა.

myquiz