ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი პროფესორი დააკავეს | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი პროფესორი დააკავეს

ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს. 50 წლის პროფესორი, რომელიც მხოლოდ მისი გვარით არის იდენტიფიცირებული, ფხენიანის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

ის უკვე ამერიკის მესამე მოქალაქეა, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში დაიჭირეს. ერთ-ერთი მათგანი ჯაშუშობისთვის დააკავეს, მეორე კი - სასტუმროდან საინფორმაციო ბანერის მოპარვის მცდელობისთვის. მესამე შემთხვევა კუნძულზე არსებულ დაძაბულ ვითარებას უკავშირდება.

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის მოქალაქეს, ჯაშუშობის ბრალდებით, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით ავიამზიდი "კარლ ვინსონი" კვლავ გააგზავნა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მოთმინებას, რომლითაც ისინი ფხენიანის მიერ ბალისტიკური იარაღის შემოწმებას ეკიდებოდნენ, ბოლო მოეღო.

myquiz