როგორია საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პროგნოზები | Allnews.Ge

როგორია საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პროგნოზები

საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. 23 აპრილს ქვეყნის მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევა 11 კანდიდატს შორის მოუწევს. დღეიდან პრეზიდენტობის კანდიდატებს ნებისმიერი სახის წინასაარჩევნო აგიტაცია აეკრძალათ.

გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ემანუელ მაკრონი ლიდერობს. მას გამოკითხული ამომრჩევლების 23% ემხრობა.

თითქმის 22%-იანი მხარდაჭერა აქვს მარინ ლე პენს, რომელიც საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლას და ყოველგვარი მიგრაციის აკრძალვას აპირებს. ექსპერტების ვარაუდით, არჩევნების მეორე ტურში სწორედ ეს ორი კანდიდატი იბრძოლებს, თუმცა მათთან ერთად, მეორე ტურში გასვლის შანსი ფრანსუა ფიიონსა და ჟან ლიუკ მელაშონსაც აქვთ.

ექსპერტების თქმით, ეს ყველაზე რთულად პროგნოზირებადი არჩევნებია, რადგან კანდიდატები ერთმანეთს მცირე სხვაობით ჩამორჩებიან.

myquiz