ტერორისტული აქტი პარიზში: დაღუპულია ერთი პოლიციელი | Allnews.Ge

ტერორისტული აქტი პარიზში: დაღუპულია ერთი პოლიციელი

პარიზში, შანზ-ელიზეზე, წუხელ ღამით ადგილი ჰქონდა სროლებს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, - იუწყება ფრანგული გამოცემა L’Express. გამოცემის ინფორმაციით, ერთი პოლიციელი მოკლულია, ერთი დაჭრილი, ერთი თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, ერთს კი ეძებენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. "ისლამურმა სახელმწიფომ" აღნიშნული განცხადება თავისი პროპაგანდისტური ორგანოს, "ამაყის" მეშვეობით გააკეთა.

"პარიზში შანზ-ელიზეზე თავდასხმის შემსრულებელი ბელგიელი აბუ იუსეფია, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მებრძოლი", - ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.

აღნიშნულის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა პიერ-ანრი ბრანდემ ჟურნალისტებთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდამსხმელის სამიზნე პოლიციელები იყვნენ. მომხდარის გამო პარიზში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, პოლიცია დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად პატრულირებს.

myquiz