სირიაში მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერება ცნობილი გახდა | Allnews.Ge

სირიაში მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერება ცნობილი გახდა

იდლიბში მოსახლეობის წინააღმდეგ ზარინის სითხე გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქიმიური იარაღის გამოყენების ამკრძალავ ორგანიზაციაზე დაყრდნობით "როიტერი" ავრცელებს.

დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, სპეციალური დასკვნა დეტალური ანალიზის შემდეგ მიიღეს.

რამდენიმე კვირის წინ, სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90 -ს მიაღწია. ამ დრომდე უცნობია თუ ვინ გამოიყენა ის. თუმცა მომხდარში დასავლეთი სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს, ბაშარ ალ ასადი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ზარინის სითხე ფოსფოროორგანული მომწამვლელი ნივთიერებაა, რომელსაც ნერვულ-მაპარალიზებელი მოქმედება ახასიათებს.

myquiz