NBC: აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს | Allnews.Ge

NBC: აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს

აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს თუ დარწმუნებული იქნება, რომ ოფიციალური ფხენიანი ბირთვული იარაღის რიგით მეექვსე ცდას ჩაატარებს. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი NBC აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეარხის ინფორმაციით, ვაშინგტონს პრევენციული დარტყმა ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით შეუძლია.

ამერიკამ ავღანეთში 9,5 ტონიანი ბომბი ჩამოაგდო

"კორეის ნახევარკუნძულის რეგიონთან ახლოს ორი ამერიკული ხომალდია დისლოცირებული, რომელიც "ტომაჰავკას" ტიპის ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე კუნძულ გუამზე ამერიკული მძიმე ბომბდამშენებია განლაგებული, რომლებიც, ბრძანების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეაზე ავიადარტყმებს განახორციელებენ", - იუწყება ტელეარხი NBC.

აშშ-ის მიერ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" 36 ტერორისტი დაიღუპა

აღსანიშნავია, რომ პენტაგონმა კორეის ნახევარკუნძულისკენ უკვე გააგზავნა ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფი.

myquiz