ევროპარლამენტმა უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა | Allnews.Ge

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა მისცა 521-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 75 იყო, 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის საკითხი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

უკრაინისათვის უვიზო რეჟიმი, როგორც მოსალოდნელია, ივნისის დასაწყისში ამოქმედდება.

myquiz