საქართველოში უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს | Allnews.Ge

საქართველოში უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

საქართველოში ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელი მაღალჩინოსანი, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

იური ლუცენკოს ინფორმაციით, იგორ კირიუშინი საქართველოში 25 მარტს დააკავეს.

"დღეს, საქართველოს თემიდამ იგორ კირიუშინის 90 დღით დაკავებაზე გადაწყვეტილება მიიღო, რათა მისი უკრაინაში ექსტრადირების საკითხი გადაწყდეს", - წერს უკრაინის გენერალური პროკურორი.

"გმადლობთ მეგობრებო" - ამ სიტყვებით გამოხატა თავისი მადლიერება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

იგორ კირიუშინს 2 მლრდ გრივნის ოდენობის ქონების მითვისება ედება ბრალად.

myquiz