ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ოფიციალურად დაიწყო | Allnews.Ge

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ოფიციალურად დაიწყო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც ევროკავშირს შეატყობინებს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის ამოქმედების თაობაზე.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირში ბრიტანეთის ელჩი ტიმ ბაროუ წერილს პირადად ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დღეს პარლამენტის წინაშე წარდგება, რათა განაცხადოს, რომ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი აამოქმედა, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ითვალისწინებს.

ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის დირექტივები დამტკიცდება, 29 აპრილს გაიმართება.

"იმის გათვალისწინებით თუ რა განაცხადა ლონდონმა, მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის საბჭოს სხდომას 29 აპრილს გავმართავთ, სადაც დამტკიცდება დირექტივები დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურებთან დაკავშირებით", - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

myquiz