იტალია ქალებს მენსტრუაციის დღეებში შვებულებას დაუწესებს | Allnews.Ge

იტალია ქალებს მენსტრუაციის დღეებში შვებულებას დაუწესებს

იტალია გახდება პირველი დასავლური ქვეყანა, რომელიც მომუშავე ქალებს მენსტრუაციის დღეებში შვებულებას დაუწესებს. იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ კანონპროექტის ირგვლივ დისკუსია უკვე დაიწყო. კანონის მიღების შემთხვევაში, კომპანიები ვალდებულები იქნებიან, მდედრობითი სქესის თანამშრომლებს პერიოდის განმავლობაში 3 დღიანი ანაზღაურებული შვებულება მისცენ.

კანონპროექტს იტალიის წამყვანი მედიასაშუალებები მიესალმებიან და გადაწყვეტილებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ, რომელიც მომუშავე ქალებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს. მედიასაშუალებების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს პოზიტიური და პროგრესისკენ მიმართული ნიშანია, რაც საზოგადოებრივ მდგრადობას განაპირობებს. კანონპროექტს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, საგულისხმოა, რომ მათ შორის თავად დასაქმებული ქალებიც არიან.

მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ქალებს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ თავის დამკვიდრებას. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ ქალებს ყოველთვიურად 3 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას მისცემენ, დამქირავებლები მამაკაც თანამშრომლებს კიდევ უფრო მეტ უპირატესობას მიანიჭებენ.

აღსანიშნავია, რომ იტალიელი ქალები დასაქმების მხრივ სხვა განვითარებული ქვეყნის მოქალაქეებთან შედარებით უფრო რთულ ვითარებში იმყოფებიან. იტალია ქალების დასაქმების კუთხით, ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს. ქვეყანაში ქალების მხოლოდ 61% მუშაობს, მაშინ როდესაც ევროპულ ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 72%-ს შეადგენს.

რატომ აძლევენ დამატებით ორდღიან შვებულებას ქალებს ჩინეთში ?

კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 13 მარტს შევიდა, ინიციატორი მმართველი პარტიის 4 დეპუტატი ქალია. მსგავსი კანონი მოქმედებს ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. რამდენიმე კერძო კომპანია მათ შორის Nike ამ კანონით ხელმძღვანელობს.

myquiz