ლიბიის სანაპიროსთან ორი ნავი ჩაიძირა, რომელზეც 250 ადამიანი იმყოფებოდა | Allnews.Ge

ლიბიის სანაპიროსთან ორი ნავი ჩაიძირა, რომელზეც 250 ადამიანი იმყოფებოდა

ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ორი ნავი ჩაიძირა, - იუწყება სააგენტო "ფრანს პრესი". სააგენტოს ინფორმაციით, ნავებში სულ მცირე 250 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც შესაძლოა გარდაიცვალნენ.

მაშველებმა ლიბიის სანაპიროდან 24 კილომეტრის დაშორებით ორი ჩაძირული ნავი აღმოაჩინეს. ზღვიდან ხუთი გვამი ამოიტანეს.

სააგენტო ЕС Frontex-ის მონაცემებით, 2016 წელს ხმელთაშუა ზღვის მარშრუტით იტალიაში 180 ათასი ადამიანი ჩავიდა, ძირითადად აფრიკელი მიგრანტები.

2016 წელს დაღუპული და დაკარგული მიგრანტების რაოდენობამ 5 ათასი ადამიანი შეადგინა.

myquiz