რუსეთში იეჰოვას მოწმეებს საქმიანობა აეკრძალათ | Allnews.Ge

რუსეთში იეჰოვას მოწმეებს საქმიანობა აეკრძალათ

რუსეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბელგოროდში, უზენაესმა სასამართლომ, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, იეჰოვას მოწმეები "ექსტრემისტულ ორგზანიზაციად" გამოაცხადა და საქმიანობა აუკრძალა - ამის შესახებ BBC იუწყება.

იეჰოვას მოწმეებისთვის რელიგიური საქმიანობის სრულად, მთელ ქვეყანაში აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო 5 აპრილს მიიღებს. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, იეჰოვას მოწმეებს "ბიბლიის" ერთად წაკითხვა და სხვებისთვის საკუთარი რწმენის ქადაგება აეკრძალებათ.

აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეთა ერთ ჯგუფს, რუსეთის ქალაქ ობნინსკში საქმიანობა 2015 წელს უკვე აეკრძალა.

მომზადებულია BBC-ს და The Moscow Times-ის მიხედვით.

myquiz