ლონდონის ტერაქტი ბრიტანეთის 52 წლის მოქალაქემ განახორციელა | Allnews.Ge

ლონდონის ტერაქტი ბრიტანეთის 52 წლის მოქალაქემ განახორციელა

ლონდონში, უესტმინსტერის ხიდსა და პარლამენტთან განხორციელებული ტერაქტის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. სკოტლანდ იარდის ინფორმაციით, ის 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც კენტის საგრაფოში დაიბადა და ბოლო პერიოდში ქვეყნის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქში ცხოვრობდა.

მასუდი ამ დრომდე ტერორისტებთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა. თუმცა წარსულში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი იარაღის უკანონოდ ტარებისა და ძალადობრივი აქტების ჩადენის გამო. პოლიციამ მისი სახელი და გვარი მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

myquiz