ლონდონში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო | Allnews.Ge

ლონდონში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" ლონდონში გუშინ განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული დაჯგუფების განცხადებით, ტერაქტის შემსრულებელი მათი ჯარისკაცი იყო.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გუშინდელი ტერაქტის შემსრულებელი ბრიტანეთის მოქალაქეა.

მისი თქმით, აღნიშნული პირი ცნობილი იყო პოლიციისა და სპეცსამსახურებისთვის.

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 40 დაშავდა

ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

myquiz