ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 40 დაშავდა | Allnews.Ge

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 40 დაშავდა

ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია "ბი-ბი-სიმ" გაავრცელა. დაღუპულთა შორის ერთი ის პოლიციელია, რომელიც თავდამსხმელმა დანით დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, ტერაქტი ერთმა ადამიანმა განახორციელა.

უკინგემის სასახლესთან მთელი ღამის განმავლობაში გაძლიერებული იყო დაცვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მომხდართან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დედაქალაქის შუაგული ტერორიტებმა განგებ აირჩიეს

 

myquiz