ევროკავშირის სასამართლომ სამსახურში რელიგიური სიმბოლოების აკრძალვა დაუშვა | Allnews.Ge

ევროკავშირის სასამართლომ სამსახურში რელიგიური სიმბოლოების აკრძალვა დაუშვა

კომპანიებს აქვთ უფლება რელიგიური, პოლიტიკური და ნებისმიერ მსოფლმხედველობასთან დაკავშირებული სიმბოლოების დემონსტრირება აკრძალონ, თუკი ეს აკრძალვა საერთოა და დისკრიმინაციის გარეშე გამოიყენება. ამის შესახებ გადაყვეტილება ლუქსემბურგში მდებარე ევროკავშირის სასამართლომ მიიღო.

ცოტა ხნის წინ, ლუქსემბურგში მდებარე სასამართლოს სარჩელით მიმართეს ბელგიის მოქალაქე ზამირა ა.-მ და საფრანგეთის მოქალაქე ასმა ბ.-მ, რომლებიც სამსახურიდან ჰიჯაბის გარეშე სიარულზე უარის თქმის გამო გაათავისუფლეს. ორივე ქალს კლიენტებთან ურთიერთობა ევალებოდა. ბელგიის შემთხვევაში, კომპანიაში არსებობდა წესი, რომლის თანახმადაც, "რელიგიური, პოლიტიკური ან ფილოსოფიური მრწამსის გამოსაჩენი სიმბოლოების ტარება აკრძალულია". ასმა ბ.-ს ერთ-ერთი კლიენტი კი უკმაყოფილო იყო, იმით რომ ის ჰიჯაბს ატარებდა, და ამის გამო საჩივარიც დაწერა. კომპანიის ხელმძღვანელობის თხოვნას, არ ატაროს ჰიჯაბი სამსახურში, ასმამ უარით უპასუხა და ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც ევროკავშირის სასამართლო აღნიშნავს, კომპანიის მიერ დადგენილი წესები უნდა იყოს საერთო და ცალკეული თანამშრომლების დისკრიმინაციის გარეშე გამოიყენებოდეს. რელიგიური და მსოფლმხედველური სიმბოლოების დემონსტრირებისადმი არათანაბარი მიდგომა კი იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი, მაგალითად, სამსახურში ჰიგიენის ან უსაფრთხოების წესების დაცვაზეა საუბარი. ამავდროულად, თუ რომელიმე კლიენტი ამბობს, რომ სურს მხოლოდ ისეთი თანამშრომელი მოემსახუროს, რომელიც ჰიჯაბს არ ატარებს, მსგავსი აკრძალვის შემოღებისთვის ეს საკმარისი მიზეზი არაა, განაცხადეს სასამართლოში.

myquiz