ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი თურქეთისთვის ბოდიშის მოხდას გამორიცხავს | Allnews.Ge

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი თურქეთისთვის ბოდიშის მოხდას გამორიცხავს

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე თურქეთისთვის ბოდიშის მოხდას გამორიცხავს და ამავდროულად იმედს გამოთქვამს, რომ თურქეთთან დიპლომატიური დაძაბულობა დარეგულირდება.

"გამორიცხულია ბოდიშის მოხდა. პირიქით, მათ უნდა მოიხადონ ბოდიში იმაზე, რაც განაცხადეს", - განაცხადა მარკ რუტემ.

ჰოლანდიური მხარე განსაკუთრებით აღშფოთდა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰოლანდია ნაცისტებს შეადარა.

"ეს ქვეყანა, როგორც გუშინ როტერდამის მერმა აღნიშნა, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ იბომბებოდა. სრულად მიუღებელია ასეთ ჭრილში საუბარი", - განაცხადა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა.

"ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენი თურქეთთან ურთიერთობების ფარგლებში მნიშვნელოვანია შევეცადოთ დაძაბულობის დეესკალაციას. რა თქმა უნდა, თუ თურქეთი განაგრძობს ჰოლანდიაზე ასეთ სტილში საუბარს, ჩვენ მოგვიწევს შემდგომი ნაბიჯების განხილვა", - აღნიშნა მარკ რუტემ.

11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, ხოლო შემდგომ თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრს საშუალება არ მისცა როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობაში შესულიყო.

myquiz