ტრამპი აშშ-ის ბირთვული არსენალის გაფართოებას გეგმავს | Allnews.Ge

ტრამპი აშშ-ის ბირთვული არსენალის გაფართოებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის ბირთვული არსენალის გაფართოვებას გეგმავს - აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ახალმა ლიდერმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, ამერიკამ თავისი ბირთვული უპირატესობა უნდა განამტკიცოს და ამ კუთხით არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჩამორჩეს.

"არაჩვეულებრივი იქნებოდა, რომ არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდეს ბირთვული არსენალი, მაგრამ რახამ ეს შეუძლებელია, ჩვენ გვსურს, ამ საკითხში პირველები ვიყოთ"-განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ბირთვული არსენალის გაფართოვების ინიციატივით ჯერ კიდევ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე გამოდიოდა.

ახალ ინტერვიუში ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ რუსეთთან მიღწეული შეთანხმება "ცალმხრივია"

"ჩვენ, ახალი ადმინისტრაცია, დავიწყებთ უკეთესი შეთანხმებების მიღწევას" აღნიშნა თეთრის სახლის ლიდერმა.

არსებული შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა 2018 წლის თებერვლისთის ბირთვული შიარაღების რაოდენობა 1550 ერთეულამდე, ხოლო ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა 700 ერთეულამდე უნდა შეამცირონ.

myquiz