შვედი პოლიტიკოსი სექს-შესვენებების შემოღების ინიციატივით გამოდის | Allnews.Ge

შვედი პოლიტიკოსი სექს-შესვენებების შემოღების ინიციატივით გამოდის

შვედმა პოლიტიკოსმა, პიერ ერიკ მუსკოსმა, საქმიანი ადამიანების პროდუქტიულობისა და შვედი წყვილების ურთიერთობების გაუმჯობესების მიზმით, "სექს შესვენების" შემოღების ინიციატივა გამოთქვა.

აღნიშნული წინანადადება, ანაზღაურებად შესვენებას გულისხმობს, რომლის დროსაც თამაშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოყოფილი დროის განმავლობაში, თავიანთ პარტნიორებთან სექსით დაკავდნენ.

როგორც შვედი პოლიტიკოსი აცხადებს, თანამედროვე ცხოვრების წესის გამო, წყვილები სათანადო დროს ვერ უთმობენ ერთმანეთს, რის გამოც, სრულფასოვანი ურთიერთობა არ აქვთ. ამასთან, მისი თქმით, სექსი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რასაც ბევრი კვლევა ადასტურებს.

myquiz