50 წლის შემდეგ, რუსეთის 8 რეგიონი შესაძლოა, წყალმა დაფაროს | Allnews.Ge

50 წლის შემდეგ, რუსეთის 8 რეგიონი შესაძლოა, წყალმა დაფაროს

მკვლევართა ჯგუფი, რომელიც ურალის ფედერალურ უნივერსიტეტს წარმოადგენს, ფრანგ, გერმანელ და იაპონელ კოლეგებთან ერთად, კლიმატური მოდელის შექმნაზე მუშაობს. აღნიშნული მოდელი მათ უახლოესი ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რუსეთის არქტიკული ნაწილის ცვლილების პროგნოზირების შესაძლებლობას მისცემს.

სპეციალისტების განმარტებით, უკვე ახლა შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ მყინვარების განუწყვეტელი დნობის გამო, რუსეთის რვა რეგიონის ნაწილი წყლის ქვეშ აღმოჩნდება.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ 50 წლის განმავლობაში არქტიკის ყინულოვანი ზედაპირის ტემპერატურა საგრძნობლად შეიცვალა - თუ წარსულში მათი ტემპერატურა -10ºC-ს შეადგენდა, ამჟამად ამ მონაცემებმა მინუს ხუთ გრადუსამდე აიწია. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება, უახლოეს მომავალში, ტემპერატურა დადებით ნიშნულამდე ავა, რაც მყინვარების დნობას გამოიწვევს და ჭარბი წლისგან პირველ რიგში დასავლეთ ცომბირის რეგიონები დაზარალდება. ძირითადად ისეთი ქალაქები დაიტბორება, როგორებიც სალაჰარდი, ახალი ურენგოი და ლაბიტნანგია.

დანარჩენთან ერთად, აღნიშნული პროცესები განსაკუთრებულ დარტყმას ნავთობმომპოვებელ მრეწველობას მიაყენებს.

მყინვარების დნობის პროცესის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატებაა, რაც პლანეტის ყველა არსების სიცოცხლისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ კვლევების შედეგად, ციმბირის არქტიკულ ზონაში კლიმატის ცვლილების მონაცემების გაანალიზების შემთხვევაში, მაქსიმალურად ზუსტი პროგნოზის გაკეთებას შეძლებენ.

myquiz