თურქეთში კიდევ 227 მოსამართლე და პროკურორი გაათავისუფლეს | Allnews.Ge

თურქეთში კიდევ 227 მოსამართლე და პროკურორი გაათავისუფლეს

თურქეთის სასამართლო სისტემის მარეგულირებელმა ორგანომ ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETO) კავშირების გამო, კიდევ 227 მოსამართლე და პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ".

როგორც სააგენტო აღნიშნავს, სასამართლო სისტემის თანამშრომლები გასული წლის ივლისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს თანამდებობებიდან.

თურქეთის მოსამართლეებისა და პროკურორების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მეჰმეთ ილმაზის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების შემდგომი პერიოდის განმავლობაში თურქეთში თანამდებობიდან 3 886 მოსამართლე და პროკურორი გაათავისუფლეს.

myquiz