ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა | Allnews.Ge

ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი მწუხარებით იუწყება, რომ 20 თებერვალს ნიუ-იორკში უდროოდ გარდაიცვალა გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიტალი ჩურკინი გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლად 2006 წლის აპრილიდან მუშაობდა. 21 თებერვალს მას 65 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.

myquiz