ბრიტანეთის პარლამენტი დონალდ ტრამპის ვიზიტის გაუქმების შესახებ პეტიციას განიხილავს | Allnews.Ge

ბრიტანეთის პარლამენტი დონალდ ტრამპის ვიზიტის გაუქმების შესახებ პეტიციას განიხილავს

ბრიტანეთის პარლამენტი დღეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის გაუქმების შესახებ პეტიციას განიხილავს.

პეტიციის ამოქმედების მიზეზი, რომელმაც 1,8 მილიონი ხელმოწერა დააგროვა, ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების განკარგულება გახდა.

დიდი ბრიტანეთის დედოფლის მოწვევა დონალდ ტრამპს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გადასცა აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით ყოფნისას.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უარი განაცხადა აღნიშნული პეტიციის განხილვაზე და განაცხადა, რომ "აშშ-ის პრეზიდენტს საშუალება უნდა მიეცეს დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტი განახორციელოს".

სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ივნისში განხორციელდება.

myquiz